დებულება
I თავი. ზოგადი დებულება
1.1
anდრია razmaZis saxelobis ქალაქ
quTaisis 41-e ფიზიკა - მათემატიკის sajaro skolis დაწყებითი კლასების კათედრის მუშაობა განისაზღვრება ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის წესდების, სკოლის მიზნების, შინაგანაწესისა
და ამ დებულების შესაბამისად.
1.2 მოქმედების არეალი
anდრია razmaZis saxelobis ქალაქ quTaisis 41-e ფიზიკა - მათემატიკის sajaro სკოლა.
II თავი. კათედრის დებულების დამტკიცება
2.1 კათედრის
დებულებას განიხილავენ აღნიშნული კათედრის წევრები
და ამტკიცებენ ხმათა უმრავლესობით.
2.2 ძალაში შედის
დამტკიცებიდან ერთი
კვირის შემდეგ.
III თავი.
კათედრის მიზნები და ამოცანები
3.1 კათედრის მისიას შეადგენს:
მოამზადოს აქტიური, კრიტიკულად მოაზროვნე, ცოდნაზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობით აღსავსე, ესთეტიკურად განვითარებული, ტოლერანტი, შემოქმედი, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოსდამცველი, კანონმორჩილი, კონკურენტუნარიანი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, საქართველოს ეროვნული ინტერესების მატარებელი პიროვნება. განათლება დღევანდელ
დინამიურ და სწრაფცვლილებად გლობალურ სამყაროში წარმატების მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია, მოვამზადოთ მოსწავლეები 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის და დავეხმაროთ მათ, გახდნენ წარმატებული მოქალაქეები და საკუთარ სფეროში აღიარებული პროფესიონალები. თანამედროვე სასწავლო პროგრამები, მრავალფეროვანი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, სხვადასხვა
რესურსით აღჭურვილი საკლასო
ოთახები , უსაფრთხო და მასტიმულირებელი სასწავლო გარემო, მოსწავლეთა მაღალი მიღწევების მოლოდინი, კვალიფიციური და მზრუნველი მასწავლებლები, სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდები, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები ...
გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ
აღვზარდოთ ჰარმონიულად განვითარებული
მომავალი თაობა.
3.2 კონკრეტული მიზნები და ამოცანები:
·
ზრუნვა მასწავლებლის
პროფესიული განვითარებისათვის;
·
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო
გამოცდებზე მონაწილეობის მიღება;
·
სწავლება/სწავლის თანამედროვე მეთოდებისა და
მიდგომების პრაქტიკაში დანერგვა;
·
პედაგოგთა საქმიანობის
მონიტორინგი და შეფასება;
·
პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის
განვითარება;
·
სასწავლო რესურსების
მოძიება და ეფექტური გამოყენება;
·
სახელმძღვანელოების
ეფექტურად შერჩევა;
·
საგნობრივი ჯგუფის
საგნის/საგნების სწავლების
კოორდინირება.
·
ესგ-ის მიხედვით სილაბუსების
შედგენა .
·
მოსწავლეთა შეფასების
ფორმებსა და ხერხებზე მუშაობა;
·
სკოლის თვითშეფასებაში
მონაწილეობა;
·
სასწ./აღმზრდელობითი პროცესის მონიტორინგი;
·
საგნების სწავლებაში
არსებული პრობლემების კვლევა და მისი გადაჭრის გზების ძიება;
·
წინასწარ დაგეგმილი ოლიმპიადების ორგანიზება და ჩატარება;
·
პედაგოგთათვის კონფერენციების, სემინარების მოწყობა;
·
სასწ./წლის განმავლობაში მოსწავლეთა
მიღწევების დემონსტრირება (გამოფენები, სპექტაკლები და სხვ;);
·
წახალისების ფორმების
შექმნა, პრიზების დაწესება;
·
სლაიდების, თემატური კატალოგებისა და სხვა საჭირო მასალის
შექმნა ისტ-ის გამოყენებით;
·
გამოცდილების გაზიარება;
·
საჭიროების მიხედვით
ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენა;
·
სისტემაში შემავალი
საგანმანათლებლო დაწესებულებების კოორდინირებული მუშაობა ;
·
მონაწილეობის
მიღება საქალაქო თუ რესპუბლიკურ კონკურსებში,
პროექტებში, გამოფენებსა და ოლიმპიადებში.
IV თავი. კათედრის წევრობა
4.1 ანდრია რაზმაძის სახელობის
ქალაქ ქუთაისის 41–ე ფიზიკა - მატემატიკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების
მასწავლებელთა კათედრა აერთიანებს
1–6
კლასების მშობლიური ენის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ხელოვნების, მუსიკის, სპორტის საგანთა ჯგუფის
ყველა მასწავლებელს. ისინი თანასწორობის
საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის
სხდომებზე.
4.2 კათედრის წევრის უფლება-მოვალეობები:
კათედრის წევრს უფლება აქვს:
·
კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოს ერთი ხმის უფლებით;
·
შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო
·
საკითხი;
კათედრის წევრი მოვალეა:
·
დაესწროს კათედრის
სხდომებს (თუ არ არსებობს
გაცდენის ობიექტური მიზეზი);
·
მონაწილეობა მიიღოს
სახელმძღვანელოების შერჩევაში;
·
იზრუნოს კათედრის ეფექტურად
ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;
·
დანერგოს სწავლების ახალი მეთოდები;
·
იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
·
კათედრაზე განიხილონ განსახორციელებელი
სასწავლო პროექტები;
·
კათედრა უფლებამოსილია,
რეკომენდაცია გაუწიოს კათედრის წევრებს ტრენინგებში
მონაწილეობის
მისაღებად.
V თავი. კათედრის
თავმჯდომარე
5.1 კათედრის
თავმჯდომარეს ირჩევენ
კათედრის წევრები ერთი წლის
ვადით (როტაციის პრინციპით).
5.2 კათედრის თავმჯდომარის
ფუნქცია-მოვალეობები
1. უძღვება კათედრის სხდომებს და ხელმოწერით ამტკიცებს სხდომის
ოქმებს;
2. კათედრის წევრებთან ერთად უზრუნველყოფს
წლის სტრატეგიული გეგმის მომზადებას;
3 ამზადებს
ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, სკოლის ადმინისტაციასთან წარსადგენად;
5. უზრუნველყოფს კათედრის სხდომების
ორგანიზებასა და დროულ ჩატარებას;
6. უზრუნვრელყოფს კათედრის სტრატეგიული
გეგმის შესრულებას და გაწეული საქმიანობის მონიტორინგს;
7. უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად
ფუნქციონირებასა და განვითარებისთვის სხვა-დსახვა ღონისძიების (ლექცია, სემინარები, სამოდელო გაკვეთილები, და სხვა) ჩატარებას;
8. კოორდინირებას უწევს კათედრის
მუშაობას და უზრუნველყოფს ფუნქციების ეფექტურად გადანაწილებას კათედრის წევრთა შორის;
9. წარუდგენს წინადადებასა და
რეკომენდაციებს სკოლის ადმინისტრაციას;
10. ხელს უწყობს კათედრებს შორის
ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას;
11. დროულად უზრუნველყოფს ჩატარებული
ღონისძიებების ანგარიშის მიწოდებას სკოლის ვებ–გვერდზე გასაშუქებლად;
12. დროულად ახორციელებს წლიური
გეგმის მიხედვით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას ;
13. უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული
სასწავლო გეგმების ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ სიახლეების
( პუბლიკაციების, ჟურნალების, გაზეთების ) გაცნობას.
14.უზრუნველყოფს მონაწილეობის
ორგანიზებას საქალაქო
თუ საერთაშორისო კონკურსებში, პროექტებში, გამოფენებსა და ოლიმპიადებში;
VI თავი. კათედრის სხდომა და მიღებული გადაწყვეტილებები
6.1 სხდომას ხელმძღვანელობს კათედრის
გამგე
·
კათედრა უფლებამოსილია,
მიიღოს გადაწყვეტილებები თუ:
·
კათედრის სხდომას ესწრება
კათედრის საერთო წევრთა 2/3;
·
კათედრის სხდომა გადაწყვეტილებას
იღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით;
·
ხმების თანაბარი რაოდენობით
გაყოფის შემთხვევაში კათედრის თავჯმდომარის ხმა არის გადამწყვეტი.
6.2 კათედრა
ერთი წლის ვადით ირჩევს სხდომის მდივანს.
VII
თავი. ცვლილება- დამატებები დებულებაში
·
საჭიროების შემთხვევაში კათედრა ვალდებულია, შეიტანოს ცვლილებები დებულებაში.
·
კათედრის ყველა
წევრი უფლებამოსილია, მიიღოს მონაწილეობა ცვლილება-დამტკიცების შეტანის
პროცესში.
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41–ე ფიზიკა
- მათემატიკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის
წლიური სამუშაო გეგმა
კათედრის ხელმძღვანელი ნინო
გამყრელიძე განათლების
(პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი
2012/2013 სასწ. წ.
კათედრის მუშაობის ძირითადი მიმართულებები:
nზოგადი
განათლების ეროვნული მიზნებისა
და ეროვნული სასწავლო
გეგმის გაცნობა-შესწავლა;
nკათედრის წევრთა რეგულარული შეხვედრების ორგანიზება, სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის (დღის
წესრიგის მომზადება, ოქმებისა და საბუთების წარმოება);
nსახელმძღვანელოების შერჩევა;
nსაათობრივი ბადის შექმნა;
nმასწავლებლების მიერ თითოეულ მოსწავლეზე მორგებული ცალკეული
საგნის
სილაბუსებისა და
კურიკულუმების შემუშავება. აღნიშნული კურიკულუმები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პედაგოგის კვალიფიკაციის შესახებ, პედაგოგის მუშაობის სტრატეგიას:
- რა უნდა ასწავლოს;
- რა მეთოდებს იყენებს;
- რა შედეგებს უნდა მიაღწიოს კონკრეტულ კლასში;
შეფასების რა კრიტერიუმები უნდა გამოიყენოს.
n
ელექტრონული ჟურნალების
წარმოება;
n პედაგოგების ურთიერთანამშრომლობა;
სკოლის პედაგოგებს შორის მეგობრული ურთიერთობა, სკოლის შიგნით მასწავლებლების მიერ ტრენინგებისა და სემინარების მოწყობა, გაკვეთილებზე საქმიანი და თანამშრომლობითი დასწრება - მეთოდი “კრიტიკული მეგობარი”, პრობლემების აღმოფხვრაზე ერთად ზრუნვა, გუნდური მუშაობის პრინციპის დამკვიდრება, გამოცდილების გაზიარება არა მარტო სკოლის შიგნით, არამედ სკოლის გარეთ. ასეთი სახის მუშაობა განსაკუთრებით სასიკეთოა დამწყები პედაგოგებისათვის, რომელთათვისაც პროფესიონალი მასწავლებლების დახმარება აუცილებელი პირობაა მათი კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
nსხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება;
nკათედრის წევრთა პროფესიული განვითარების გზების დასახვა (სხვადასხვა ტრეინინგებში, კონკურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობა);
nპროფესიულ განვითარებისათვის სასარგებლო ღონისძიებების ორგანიზება (ტრენინგების, კონფერენციების და
სხვა. მოწყობა);
nსაგაკვეთილო
პროცესის მოდერნიზაცია; ახალი ტიპის გაკვეთილების დამკვიდრება, კერძოდ ინტეგრირებული გაკვეთილების პრეზენტაცია, გაკვეთილები ახლი ტექნოლოგიების გამოყენებით.
n
განმავითარებელი შეფასების ფორმატის
დახვეწა;
n
მოსწავლეთა პორტფოლიოების წარმოების დანერგვა;
n
მასწავლებლის პორტფოლიოების წარმოება;
n მასწავლებლის სარეიტინგო
მოდელის შემუშავება;
n მოსწავლის სარეიტინგო
მოდელის შემუშავება;
n საუკეთესო მასწავლებლისა
და მოსწავლის გამოვლენა;
n მოსწავლეთა
საჭიროებების კვლევა;
n
სადამრიგებლო პროგრამის განხორციელების მონიტორინგი;
n სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება;
n მოტივაციის გაზრდა წახალისების სხვადასხვა ფორმით;
n ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და სხვადასხვა პროექტებში გამარჯვებულ პედაგოგთა პრემირება;
n შიდა სასკოლო და რესპუბლიკური პროექტების დანერგვა და მართვა.
შიდა სასკოლო პროექტების შემუშავდება კათედრების მიერ, რომლებიც იქნება როგორც საგნობრივი და ჯგუფური, ასევე ინტეგრირებული, რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და აამაღლებს მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხარისხს. სკოლა აქტიურად ჩაერთვება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.
n ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;
სასკოლო გარემო ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დანერგვასა და განვითარებას. ამ პრინციპების გატარება, პირველ ყოვლისა, სასწავლო პროცესში უნდა ხდებოდეს. როგორც საუბრების,
ასევე სხვადასხვა
კლასგარეშე და სკოლისგარეშე აქტივობების მეშვეობით. მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით პრევენციული ღონისძიებების გატარება, მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა სახის სასწავლო-შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებებში.
n მშობელთა ჩართულობა, მშობლებსა და სკოლას შორის თანამშრომლობის გააქტიურება. ორმხრივი კომუნიკაცია სკოლასა და ოჯახს შორის. მშობელი აქტიურ მონაწილეობას უნდა იღებდეს სკოლის ცხოვრებაში. როდესაც მშობელი
ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში, მოსწავლეს უფრო მეტი მიღწევები აქვს.
n თვითშეფასება
აუცილებელია, სკოლაში არსებობდეს თვითშეფასებისა და მონიტორინგის მოქნილი სისტემა. სკოლაში არსებული თვითშეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმების სრულყოფა ხელს შეგვიწყობს პრობლემების გამოვლენაში, რათა დროულად მოხდეს მათზე რეაგირება,
ყოველივე ეს კი იქნება გარანტი იმისა, რომ სკოლის განვითარება მართლაც უწყვეტი პროცესი იქნება.
n თვითშეფასებას სკოლა აწარმოებს სასწავლო წლის განმავლობაში და მიღებულ შედეგებს იყენებს ცვლილებების შესატანად საკუთარი განვითარების გეგმაში.
n ერთობლივი
ექსკურსიების მოწყობა.
კათედრის წლიური სამუშაო გეგმა:
I.
საგნობრივი ჯგუფების საგნების სწავლების კოორდინაცია
o ეროვნული
სასწავლო გეგმის განხილვა.
o მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტის განხილვა.
o სადამრიგებლო საათის პროგრამის განხილვა.
o მასწავლებლის პროფესიული ეთიკის განხილვა.
o სასწავლო
პროგრამების, მიმართულებების მიზნები
და ამოცანები. ადამიანური რესურსების გაცვლა.
o მასწავლებისა და
მოსწავლის პორტფოლიოების წარმოებაზე
საკითხის განხილვა.
o ელექტრონული
ჟურნალების წარმოების შესახებ
საკითხის განხილვა.
II. გამოცდილების გაზიარება.
·
წარმატების წინაპირობების
განსაზღვრა და პრობლემის
გადაჭრის გზების ძიება.
·
სწავლებისა და
აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების
მოძიება და გამოყენება.
·
ერთად დაგეგმილი გაკვეთილები.
· ურთიერთდასწრება.
· ცოცხალი
რესურსების გაცვლა.
· მონიტორინგი.
სახელმძღვანელოების შერჩევა
· მასწავლებელთა წერილობითი არგუმენტაციები დამხმარე
ლიტერატურაზე.
· სახელმძღვანელოების ჩამონათვალი.
საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან კოორდინირებული მუშაობა.
· საგანთაშორის კავშირი
· ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
· მონიტორინგი.
პროფესიული განვითარების გზების დასახვა ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შემუშავებისათვის.
· ტრენინგ-პროგრამებზე მომუშავე ფასილიტატორებთან შეხვედრა.
· სხვა
ტრენინგ-პროგრამების განხოცდილების გაზიარება.
· სასწავლო ფილმების ერთობლივი განხილვა.
· დაწყებითი კლასების პედაგოგთა
პროფესიული რეიტინგის შემუშავება.
· მასწავლებლის პორტფოლიოს შექმნა.
· გამოცდილების გაზიარება.
· moswavleTa
saswavlo olimpiadis,
შემოქმედებითი
კონფერენციებისა და პროექტების
განხორციელება.
· ინფორმაციების მოძიება და გაცნობა კათედრის წევრებისთვის. მონიტორინგი.
დაწყებითი
კლასების კათედრა
სამოქმედო
გეგმა
(2012-2013)
მუშაობის ფორმები
|
პასუხისმგებელი შესრულებაზე
|
შესრულების დრო
|
შენიშვნა
|
ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნებისა და
ეროვნული სასწავლო გეგმის
გაცნობა-შესწავლა
|
კათედრის წევრები
|
რეგულარულად
|
|
მონიტორინგის ჩატარება
სწავლების ახალი მიდგომების,
სტანდარტებისა და სასწავლო
გეგმის ცოდნის შესაფასებლად
|
|
სემესტრში ერთხელ
|
|
საათების განაწილება
|
|
ივლისი
|
|
არჩეული სახელმძღვანელოების დამტკიცება
|
კათედრის ხელმძღვანელი
|
ივლისი
|
|
თითოეული საგნის
მასწავლებლის სამოქმედო გეგმის,
სილაბუსის შედგენა
|
კათედრის მასწავლებლები
|
სექტემბერი
|
|
ინდივიდუალურ პორტფოლიოებზე მუშაობის
დაწყება; ელექტრონული ჟურნალების
წარმოება
|
კათედრის წევრები
|
სექტემბერი
რეგულარულად
|
|
მონიტორინგის ჩატარება
შეფასების სქემის გამოყენებასა და
ეფექტიანობაზე
|
|
სემესტრში ერთხელ
|
|
ესგ-ით
გათვალისწინებული მიმართულებების, შედეგებისა
და ინდიკატორების გათვალისწინებით სამოდელო
გაკვეთილების ნიმუშების შექმნა
|
კათედრის წევრები
|
|
|
პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო
ღონისძიებების ორგანიზება
|
კათედრის ხელმძღვანელი
|
რეგულარულად
|
|
სხვა საგნობრივი
ჯგუფის მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობა,
ერთობლივი ექსკურსიების მოწყობა
|
|
მთელი წლის
განმავლობაში
|
|
რეკომენდაციების შემუშავება
დამხმარე სასწავლო მასალებისა
და საჭირო წიგნების
შესახებ
|
კათედრის ხელმძღვანელი
|
სექტემბრის ბოლოს
|
|
შიდა სასკოლო
შემოწმებები (საკონტროლო წერები,
ტესტირებები, დასწრება გაკვეთილებზე), ღია
გაკვეთილების ჩატარების ორგანიზება
|
|
რეგულარულად
|
|
მონიტორინგი- შემოწმების
შედეგებზე
|
|
სემესტრის დასასრულს
|
|
საქალაქო და
ეროვნულ კონფერენციებსა და
ოლიმპიადებში მონაწილეობა. წარმატებული
მოსწავლეების წახალისება სხვა
მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების
მიზნით
|
|
|
|
სკოლის პოპულარიზაციის მიზნით
ღონისძიებების დაგეგმვა
|
კათედრის პედაგოგები
|
მთელი წლის
განმავლობაში
|
|
კათედრის გადაწყვეტილებების მიწოდება
სკოლის მართვის ორგანოებისათვის
|
|
რეგულარულად
|
|
პოზიტიური თანამშრომლობა კოლეგებთან,
მშობლებთან, მოსწავლეებთან, საზოგადოებასთან
|
კათედრის წევრები
|
რეგულარულად
|
|
საუკეთესო მოსწავლისა
და მასწავლებლის გამოვლენა
|
დირექცია, კათედრის
წევრები
|
სასწავლო წლის
ბოლოს
|
|
No comments:
Post a Comment