ნიმუში-დაწყებითი კლასების
კათედრა
განმავითარებელი შეფასება:
მაღალი დონე
მოსწავლის სოციალური
და ინტელექტუალური უნარების
დახასიათება
მოსწავლე სისტემატურად
ასრულებს დავალებებს, არასდროს
ავიწყდება სასწავლო ნივთები,
არ აცდენს, არ აგვიანებს. იცავს მოსწავლეთა ქცევის
კოდექსს, აცნობიერებს თავისსა
და სხვის უფლებებს [პასუხისმგებლობა].
თანამშრომლობს ჯგუფებთან
მუშაობის დროს. გამოხატავს
პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ. მეგობრულია
და კომუნიკაბელური [თანამშრომლობა].
მონაწილეობს დისკუსიებში,
ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას.
ბევრ კითხვას სვამს,
მაძიებელია. აქვს საინტერესო
იდეები [კრიტიკული აზროვნება].
ახარისხებს საჭიროების
მიხედვით მოპოვებულ ინფორმაციას,
ახერხებს მიღებული ცოდნის
დაკავშირებას კონკრეტულ საკითხებთან.
ორგანიზებულია, იცავს დროის ლიმიტს, ატარებს
ექსპერიმენტს, ახდენს შეფასებასა
და ანალიზს. სვამს პრობლემას და განსაზღვრავს გადაჭრის
გზებს. მოსწავლემ
მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა
ოლიმპიადაში:
,,ევერესტი”, ,,კენგურუ”, ,,ბიზნეს
ჯგუფი”, ,,ჩაღლარი” და დაჯილდოვდა პირველი
ხარისხის დიპლომით [ცოდნის
გამოყენება].
ნათლად და გასაგებად გადმოსცემს
სათქმელს, ამყარებს კონტაქტს
აუდიტორიასთან. იყენებს საინფორმაციო
ტექნოლოგიებს . ფლობს ინფორმაციის
მოპოვება–დამუშავების უნარებს [საპრეზენტაციო უნარები].
აქვს პრობლემის
გადაჭრის ორიგინალური იდეები.
აანალიზებს მოვლენებსა და ფაქტებს. ყოველთვის
აქვს განსაკუთრებული ინტერპრეტაცია. შემოქმედია,
შეუძლია სხვადასხვა ჟანრისა
და სტილის ტექსტის
შექმნა [შემოქმედებითობა].
შეუძლია
მიღებული შედეგების განზოგადება,
კავშირების დამყარება სხვა სტრუქტურებთან, მიღებული
გადაწყვეტილების სისწორისა და ეფექტიანობის დასაბუთება.
ახერხებს სხვადასხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის
ინტერპრეტაციას, ადგენს კავშირებსა
და მიმართებებს, აყალიბებს
ანალოგიებს, ახდენს საკითხის
არსის წარმოჩენას [ლოგიკური აზროვნება].
აქვს მხატვრული
შემოქმედებითი უნარები. ხატავს,
ძერწავს, მღერის, ცეკვავს,
აქვს გამოხატული სახელოვნებო
უნარები, დრამატული ნიჭი .
დამრიგებელი:
სკოლის დირექტორი: გენადი მარგველაშვილი
ნიმუში -დაწყებითი კლასების
კათედრა
განმავითარებელი შეფასება:
საშუალო დონე
მოსწავლის
სოციალური და ინტელექტუალური უნარების
დახასიათება
მოსწავლე სისტემატურად ასრულებს
დავალებებს, არასდროს ავიწყდება
სასწავლო ნივთები, არ აცდენს, არ აგვიანებს. იცავს მოსწავლეთა ქცევის
კოდექსს, აცნობიერებს თავისსა
და სხვის უფლებებს [პასუხისმგებლობა].
თანამშრომლობს ჯგუფებთან
მუშაობის დროს. გამოხატავს
პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ. მეგობრულია
და კომუნიკაბელური [თანამშრომლობა].
მონაწილეობს დისკუსიებში,
ნაკლებად შეუძლია საკუთარი
მოსაზრების აგუმენტირებულად დასაბუთება,
იდეების გენერაცია [კრიტიკული აზროვნება].
ახარისხებს საჭიროების
მიხედვით მოპოვებულ ინფორმაციას,
ახერხებს მიღებული ცოდნის
დაკავშირებას კონკრეტულ საკითხებთან.
ორგანიზებულია, იცავს დროის ლიმიტს, ატარებს
ექსპერიმენტს, ახდენს შეფასებასა
და ანალიზს. უჭირს პრობლემის
გამოყოფა და გადაჭრის გზების პოვნა. მოსწავლემ მონაწილეობა
მიიღო სხვადასხვა ოლიმპიადაში:
,,ევერესტი”, ,,კენგურუ”, ,,ბიზნეს
ჯგუფი”, ,,ჩაღლარი” და დაჯილდოვდა მესამე
ხარისხის დიპლომით [ცოდნის
გამოყენება].
ნათლად და გასაგებად გადმოსცემს
სათქმელს, ნაკლებად ამყარებს
კონტაქტს აუდიტორიასთან. იყენებს
საინფორმაციო ტექნოლოგიებს . ფლობს
ინფორმაციის მოპოვება–დამუშავების უნარებს [საპრეზენტაციო უნარები].
აანალიზებს მოვლენებსა
და ფაქტებს. ნაკლებად შეუძლია სხვადასხვა
ჟანრისა და სტილის
ტექსტის შექმნა, მიღებული
შედეგების განზოგადება, კავშირების
დამყარება სხვა სტრუქტურებთან, მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა
და ეფექტიანობის დასაბუთება.
ახერხებს სხვადასხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის
ინტერპრეტაციას, ადგენს კავშირებსა
და მიმართებებს [შემოქმედებითობა, ლიგიკური
აზროვნება].
საშუალო
დონეზე აქვს განვითარებული მხატვრული
შემოქმედებითი უნარები [განსაკუთრებული მახასიათებლები].
დამრიგებელი:
სკოლის დირექტორი: გენადი მარგველაშვილი
ნიმუში-დაწყებითი კლასების
კათედრა
განმავითარებელი შეფასება:
საშუალოზე დაბალი
მოსწავლის
სოციალური და ინტელექტუალური უნარების
დახასიათება
მოსწავლე სისტემატურად არ ასრულებს დავალებებს,
ხშირად ავიწყდება სასწავლო
ნივთები, აცდენს და აგვიანებს. ვერ აცნობიერებს მოსწავლეთა
ქცევის კოდექსს, თავისსა
და სხვის უფლებებს [პასუხისმგებლობა].
ჯგუფებთან
მუშაობის დროს უჭირს თანამშრომლობა და თანატოლებთან
კომუნიკაციის დამყარება. [თანამშრომლობა].
თავს იკავებს
დისკუსიებში მონაწილეობის
მიღებისაგან. ნაკლებად შეუძლია საკუთარი მოსაზრების
აგუმენტირებულად დასაბუთება, იდეების
გენერაცია [კრიტიკული აზროვნება].
ზოგჯერ შეუძლია
საჭიროების მიხედვით მოპოვებული ინფორმაციის
დახარისხება, მიღებული ცოდნის
დაკავშირება კონკრეტულ საკითხებთან,
შეფასებისა და ანალიზის
გაკეთება. შეძლებისდაგვარად იცავს დროის ლიმიტს.
ყოველთვის ვერ ახდენს
პრობლემის გამოყოფასა
და გადაჭრის გზების
პოვნას [ცოდნის გამოყენება].
გასაგებად
გადმოსცემს სათქმელს,
ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან. სუსტად
ფლობს ინფორმაციის მოპოვება–დამუშავების უნარებს [საპრეზენტაციო უნარები].
ვერ აანალიზებს მოვლენებსა
და ფაქტებს. ზოგჯერ
აქვს ინტერპრეტაციის თავისებური
გამოხატულება. ნაკლებად შეუძლია
სხვადასხვა ჟანრისა და სტილის ტექსტის
შექმნა, მიღებული შედეგების
განზოგადება, კავშირების დამყარება
სხვა სტრუქტურებთან, მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა
და ეფექტიანობის დასაბუთება. ახერხებს სხვადასხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის
ინტერპრეტაციას, საკითხის არსის წარმოჩენას [შემოქმედებითობა, ლიგიკური
აზროვნება].
საშუალო
დონეზე აქვს განვითარებული
მხატვრული შემოქმედებითი უნარები [განსაკუთრებული მახასიათებლები].
დამრიგებელი:
სკოლის დირექტორი: გენადი მარგველაშვილი
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteბლოგი საინტერესოა.პ.ს.ჩემი უმორჩილესი და თავმდაბალი შენიშვნა:გენადი და არა გენად.წარმატებებს გისურვებთ.
ReplyDeleteბლოგი საინტერესოა.პ.ს.ჩემი უმორჩილესი და თავმდაბალი შენიშვნა:გენადი და არა გენად.წარმატებებს გისურვებთ.
ReplyDelete.ბლოგი საინტერესოა.პ.სჩემი უმორჩილესი და თავმდაბალი შენიშვნა:გენადი და არა გენად.წარმატებებს გისურვებთ.
ReplyDeleteწარმატებები !!!
ReplyDelete