2012-2013 სასწავლო წლის განმავლობაში დაწყებითი კლასების
კათედრამ ჩაატარა რამდენიმე დაგეგმილი სხდომა. ყოველ სხდომაზე ვმსჯელობდით აქტუალურ
საკითხებზე და ვცდილობდით, კონსტრუქციული დიალოგის გზით გადაგვეჭრა არსებული პრობლემები.
ასევე პერიოდულად ორგანიზებას ვუწევდით კათედრის გარკვეულ წევრთა შეხვედრებს (პირველი
კლასის მასწავლებელთა შეხვედრები ინგა კახიანთან), სადაც ვმუშაობდით ყოველდღიურ საგაკვეთილო
გეგმებზე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
სასწავლო წლის დასაწყისში დაწვრილებით განვიხილეთ ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმა. ყურადღება გავამახვილეთ სწავლა-სწავლების
ძირითად პრინციპებზე, დაწყებითი საფეხურის ძირითად ამოცანებზე, სკოლის საერთო კულტურის
საკითხებზე, მოსწავლის შეფასების სისტემაზე, ძირითად მეთოდიკურ ორიენტირებზე, კერძოდ:
მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომაზე, სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის
პრინციპების დაცვაზე, გაღრმავებულ სწავლებაზე, რაც გულისხმობს სასწავლო მასალის ეტაპობრივად
და მრავალმხრივად მიწოდებას, ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიანად და განსხვავებულ
კონტექსტში განხილვას, საგანთაშორისი კავშირების გამოვლენასა და საერთო ასპექტების
დამუშავებას. მოსწავლის მოტივაციის გაზრდას, დისციპლინას, მოსწავლეთა ჩართულობას.
სექტემბრის დასაწყისში გავანაწილეთ საათები, შევადგინეთ
სასწავლო სახელმძღვანელოების ნუსხა, რომელიც დაამტკიცა
პედაგოგიურმა საბჭომ სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. დადგენილი პროცედურების დაცვით შევარჩიეთ სახელმძღვანელოები
დამხმარე- დამატებითი მასალის სახით.
V-VI კლასებში ეროვნულ-სასწავლო გეგმაზე
დაყრდნობით ერთობლივად შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები და შემდეგ აკადემიური
მიღწევების დონეები და შეფასების სისტემა გავაცანით როგორც მოსწავლეებს, ასევე
მშობლებს.
კათედრაზე ერთობლივად
განვიხილეთ თითოეული საგნის მასწავლებლის სამოქმედო გეგმა და ვისაუბრეთ სილაბუსების
შედგენაზე, რომლებიც რამდენიმე კვირაში ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა. შევქმენით
როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის პორტფოლიოები, რომლებშიც ჩაიდო მნიშვნელოვანი
დოკუმენტები. მასწავლებლებმა შექმნეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიმართულებების,
შედეგებისა და ინდიკატორების გათვალსწინებით სამოდელო გაკვეთილების ნიმუშები.
დაწყებითი კლასების კათედრა და სკოლის ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევდა
მასწავლებლების პროფესიული განვითარების სასარგებლო ღონისძიებებს. პედაგოგები ესწრებოდნენ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს მასწავლებლის სახლში.
დაგეგმილი განრიგით ოფიციალურად ვერ მოვახერხეთ გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების გეგმის განხორციელება,
თუმცა სისტემატურად ვახორციელებდით გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.
დაწყებითი კლასების კათედრა ორგანიზებას უწევდა შიდა
სასკოლო შემოწმებებს (საკონტროლო წერები, ტესტირებები, მონიტორინგი შემოწმების შედეგებზე).
მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა
სახის საქალაქო და ეროვნულ ოლიმპიადაში და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიდა მეორე,
მესამე ტურში. გამოვლინდნენ ფინალისტები და დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით, არა მარტო მოსწავლეები, არამედ
მათი საგნის პედაგოგები.
პირველი და მეორე სემესტრების ბოლოს დაწყებითი კათედრის
მასწავლებლები ატარებდნენ სხვადასხვა ღონისძიებას: სამოდელო გაკვეთილებს, პროექტებს, პრეზენტაციებს, ქმნიდნენ კედლის გაზეთებს. სწავლის პროცესში აქტიურად
იყენებდნენ აუდიო და ვიდეო მასალებს, სხვადასხვა
ვიზუალურ თვალსაჩინოებას.
სასწავლო წლის ბოლოს ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა
მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შეავსეს მოსწავლის პირადი საქმე, სადაც დადგენილი ნორმებისა
და პროცედურების დაცვით დეტალურად აღინიშნა მოსწავლის სოციალური და ინტელექტუალური
უნარები.
აქტიურად მიმდინარეობდა პოზიტიური თანამშრომლობა კოლეგებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან, საზოგადოებასთან.
წლის ბოლოს მოეწყო ექსკურსიები სხვადასხვა მიმართულებით,
რაც გულისხმობს შემოქმედებით გაკვეთილს, გადატანილს ბუნებაში.
გმადლობთ ყურადღებისთვის!
თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ყოველთვის
|
ზოგ
ჯერ
|
იშვი
ათად
|
არასდ
როს
|
შემიძლია
მოპოვებული ინფორმაციის, მასალების, რჩევების
ადაპტირება და მათი ადეკვატური გამოყენება
|
||||
შემიძლია
მაქსიმალური წვლილი შევიტანო კათედრის მუშაობაში და მივაწოდო რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა; კათედრის
წევრთა წინადადებების მოსმენა, გათვალისწინება და განვითარება
|
||||
ყველა
დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ვასრულებ; სამუშაო რესურსები მოწესრიგებულია
|
||||
ვახერხებ
ფაქტების ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას; ვიცავ საუბრის/დისკუსიის
წესებს და შემიძლია კარგი იმპულსების მიცემა ერთობლივი სამუშაოს წარმართვისათვის
|
||||
ვამჟღავნებ
კომპრომისის უნარს; პირადი ინტერესები, თუ
საჭიროება მოითხოვს, უკანა პლანზე გადამაქვს; ვახერხებ პრობლემების იდენტიფიცირებას,
კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდებასა და დროულ რეაგირებას; შემწევს უნარი, ვაღიარო
შეცდომები და დასკვნები გამოვიტანო
|
ნინო გამყრელიძე
21.06.2013
No comments:
Post a Comment